|
ახლაც კი, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ ტექსტს ინტერნეტში, ეს არის სწორედ HTML ენის დამსახურება და სწორედ ის იძლევა საშუალებას რომ დაინახოთ საჭირო ინფორმაცია, რომელიც იმყოფება არა თქვენს კომპიუტერში არამედ ვთქვათ იმ კომპიუტერში, რომელიც არის დედამიწის მეორე მხარეს. როგორ დავინახოთ ეს HTML ენა? მარტივად. გახსენით ნებისმიერი საიტი მიიტანეთ მაუსი ცარიელ(თეთრ) ადგილას და და მარჯვენა კლიკს დააჭირეთ. ამოირჩიეთ პუნქტი View Source. შედეგად გაიხსნება პროგრამა Notepad და ჩატვირთავს მიმდინარე ვებ გვერდის წყარო ინფორმაციას(Source). ეს სწორედ ის მონაცემებია რომლებიც ჩამოიტვირთა შესაბამისი სერვერიდან თქვენი როგორც კლიენტის მასთან დაკავშირების ანუ ინტერნეტში შესვლის შემდეგ. ამ ტექსტში ნახავთ ისეთ სიტყვებს როგორებიცაა მაგალითად <html>,<body>,<head>,<table> და სხვა მრავალი, ამათ ქვიათ HTML ენის ჭდეები(Tags), თუ კონკრეტულად რა დანიშნულება აქვთ მათ, ამაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიებში. როგორ იშიფრება HTML? - HyperText Markup Language. HyperText - ჰიპერ ტექსტები ანუ ტექსტები რომლებიც გარდა იმისა, რომ ასახავენ ინფორმაციას, აქვთ უნარი რომ დაგვაკავშირონ სხვა შინაარსობრივად შესაბამის ინფორმაციასთან, ეს არის იგივე თქვენთვის კარგად ცნობილი ლინქები - ბმულები (Link), მაგალითად მეორე სურათზე ჩანს ძირითადი მენიუს პუნქტები, რომლებზე დაწკაპებისას გადადიხართ სხვა გვერდზე, ანალოგიურად შეიძლება გადახვიდეთ სხვა საიტებზეც. პრინციპი ერთი და იგივეა. Markup - ეს მიუთითებს იმაზე, რომ ენა HTML ფუნქციონირებს სწორედ ზემოთ ნახსენები ჭდეების მეშვეობით, ანუ ჭდეები იგივე ტეგები არიან ის საკვანძო ელემენტები, რომლებითაც თქვენი ბრაუზერი იგებს იმას თუ რა თანმიმდევრობით და სახით უნდა გამოჩნდეს ინფორმაცია ეკრანზე. Language - ენა ეს ენა შეიქმნა 80-იანი წლების დასაწყისში ერთერთი ფიზიკოსის მიერ, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისათვის. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://en.wikipedia.org/wiki/HTML უნდა შევნიშნოთ რომ HTML არ არის პროგრამირების ენა, ის არის ეკრანზე ვებ-ინფორმაციის ასახვის სტილის უზრუნველმყოფი სისტემაა, უფრო სრულყოფილი ვიდრე უბრალოდ ფორმების და ფერების კომბინაციები. ასე, რომ დღეს წარმოუდგენელია ინტერნეტი HTML ენისა და მისი ტეგების გარეშე. სწორედ ტეგი <html> ით იწყება ყველა საიტის HTML საინტერესო მასალისთვის დიდ მადლობას ვუხდით გია ბაწაშვილს |
|